პოლიტიკა

მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა

22.01.21 12:00


„სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

 

„საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია“, - დაწერა მარინა კალიურანდმა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები