პოლიტიკა
22.01.21 13:00
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ქართული ოცნების ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.
კაპანაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რომ ის ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე.
კაპანაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებას მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს შედეგი იქნას გამოყენებული სხვადასვხა ფორუმზე, მათ შორის:
პირველი, კაპანაძე მიმართვას ქართულ ოცნებას, აპირებს თუ არა ის, რომ საქართველოს დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მარლთმსაჯულების სასამართლოში.
მეორე, კაპანაძე განმარტებას თხოვს ქართული ოცნების ხელისუფლებას, თუ რატომ არ იყო გამოყენებული კონკრეტული მექანიზმები მთელი ეს პერიოდი, რომლებზეც სასამართლომ მიუთითა სახელმწიფოს და ახლა რამდენად შეუქმნა ამ შეწყვეტილმა პროცესმა პრობლემა მარლთმსაჯულების სასამართლოში დავის დაბრუნების საკითხს.
„როგორც ცნობილია, გუშინ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე, გადაწყვეტილება, რომლითაც მან დაადასტურა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომ ის ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონზე და რომ იქ მიმდინარე ყველა დარღვევაზე, იქნება ეს სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებული, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევა თუ ნებისმიერი სხვა ქმედება, მასზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, ეს უკვე სამართლებრივად არის დადასტურებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მოყვეს გაგრძელება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ეს შედეგი, რომელიც სტრასბურგმა დააყენა, იქნას გამოყენებული სხვა ფორუმებზე. ეს გადაწყვეტილება იძლევა შესაძლებლობას, რომ იქნას გააქტიურებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, საპარლამენტი ასამბლეის ფარგლებში გააქტიურებული იქნას ადრე მიღებული რეზოლუციები, რომლებიც სწორედ ამ საკითხს ეხება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ცალკე მინდა რომ აქცენტი გავაკეთო, ეს არის საქართველო-რუსეთის დავა გაეროს მარლთმსაჯულების სასამართლოში. დავა, რომელიც თავის დროზე დაიწყო წინა ხელისუფლებამ 2008 წელს, რომელზეც 2011 წელს მარლთმსაჯულების სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განიხილავდა შინაარსობრივად ამ დავას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უნდა გამოეყენებიდა კონკრეტული კონვენციის ფარგლებში დავის გადაჭრის მექანიზმი, ეს საკითხი შემდეგ დაუბრუნა უკან საქართველოს, 2011-12 წლებში, მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ სცადა რუსეთთან დიალოგი, რომ დევნილების დაბრუნების საკითხზე ეს მექანიზმი ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მერე როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მათ ეს მცდელობები შეაჩერეს.
ჩვენ ეხლა გვრჩება ძალიან მცირე დრო, ეს არის სულ რამდენიმე თვე, 2021 წლის აპრილამდე, რომ უკან დაუბრუნდეს ეს საკითხი მარლთმსაჯულების სასამართლოს.
ამრიგად, მივმართავთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ გააკეთოს კონკრეტული განმარტება, პირველი იმაზე, რომ აპირებს თუ არა, რომ ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მარლთმსაჯულების სასამართლოში, ანუ თავიდან შეიტანოს თუ არა დავა. ისინი ამბობდნენ, რომ ელოდებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რაკი სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა ამ 2-3 თვის განმავლობაში, რომ ეს დავა დააბრუნონ მარლთმსაჯულების სასამართლოში.
მეორე, კონკრეტული ახსნა უნდა მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით, ეს პერიოდი რატომ არაფერი არ გააკეთეს, რატომ არ გამოიყენეს კონკრეტულად არსებული მექანიზმები, რომლებზეც მაშინ სასამართლომ მიგვითითა, რატომ შეწყვიტეს ეს დიალოგი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ახლა რამდენად შეუქმნა ამ შეწყვეტილმა პროცესმა პრობლემა მარლთმსაჯულების სასამართლოს დაბრუნების საკითხს.
ამ ორ კითხვაზე ველით ხელისუფლებიაგან პასუხს საჯაროდ, იმიტომ, რომ ეს საქმე უკვე ვეღარ მიიჩქმალება, აქამდე ისინი იმალებოდნენ სტრასბურგის ზურგს უკან და ამბობდნენ რომ ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება გამოსულია, ეხლა კონკრეტული ახსნა-განმარტებები არის საჭირო.“ - განაცხადა კაპანაძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21
-
15:4004.03.21
-
15:2004.03.21
-
ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს
15:0004.03.21
-
საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება
14:4004.03.21
-
ხელისუფლება მოლაპარაკებების ჩასაშლელად საბაბს ეძებს - ოპოზიცია მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება
14:2004.03.21
-
„ეპიდვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები ისევ დავაბრუნოთ“ - პრემიერი
14:0004.03.21
-
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს
13:4004.03.21
-
5 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
13:2004.03.21
-
13:0004.03.21
-
ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ნათია თურნავა
12:4004.03.21
-
"საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო, ახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით" - პავილიონისი
12:2004.03.21
-
ახალი საარჩევნო რეფორმას 8 მარტის ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ
12:0004.03.21
-
11:4504.03.21
-
11:3004.03.21
-
11:1504.03.21
-
რუსთავის ციხისკენ მსვლელობა გაიმართება - ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს
11:0004.03.21
-
ჩეხეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
10:4504.03.21
-
ღვინო მოპარული სახელწოდებით „კახეთ“ ტრანზიტით იგზავნება საქართველოს გავლით
10:3004.03.21
-
"თბილისის ციხიდან ივანიშვილის მმართველების პატიმრის , ნიკა მელიას, სიტყვები მივიღე" - პავილიონისი
10:1504.03.21
-
10:0004.03.21
-
ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა
18:0003.03.21
-
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
17:3003.03.21
-
17:0003.03.21
-
16:4003.03.21
-
მევლუთ ჩავუშოღლუ - პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პოზიციას 3+3 ფორმატთან დაკავშირებით
16:2003.03.21
-
საქართველოს რეიტინგი Freedom house-ის ყოველწლიურ ანგარიშში გაუარესდა
16:0003.03.21
-
გიგი უგულავა: შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში
15:4003.03.21
-
თაკო ჩარკვიანი - მთავარია აქციები არ შეწყდეს, თუმცა კორექტივი შევიტანეთ
15:2003.03.21
-
მორიგი შეხვედრა ოპოზიციაში - "როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი"
15:0003.03.21