პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - დაახლოებით ერთი კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ თავის გადაწყვეტილებებს

22.01.21 15:00


დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ თავის გადაწყვეტილებებს.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პოზიციები იმდენად დაახლოებულია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომ აქვს მოლოდინი, რომ პოზიტიური შეთანხმება შედგება.

 

„ასევე ჩვენ ვთვლით, თუ ასეთი შეთანხმება შედგება, ის ღია იქნება სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიებისთვისაც ხელმოსაწერად. რაც ნიშნავს, რომ ამ შეთანხმებამ შესაძლოა, გაუხსნას გზა სხვა ოპოზიციურ პარტიებს. რაც შეეხება ვადებს, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს პარლამენტი უკვე რეგლამენტის თანახმად, იმსჯელებს იმ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, არშეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემოტანილი ოპოზიციიდან განცხადებები, შესაბამისად, რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს. გადახედონ მოლაპარაკებების პირობებს და მიიღონ საბოლოო გადაწყეტილება ამასთან დაკავშირებით. პროცედურას განგიმარტავთ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კონკრეტულ ვადებს ფლობს რეგლამენტით, რომელიც უკვე ამოწურულია. ჩვენ გვავალდებულებს, რომ პირველივე სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანოთ კენჭისყრაზე და რა თქმა უნდა, ვისაც ვერ დაუკავშირდა კომიტეტი პოზიციის გადასამოწმებლად, მათი განცხადებების ვერიფიკაციისთვის, მათთან მიმართებაში ჩვენთვის ინდიკატორი იქნება ის ადამიანები, კენჭისყრის დღეს წარმოდგენილი იქნებიან თუ არა სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები