ეკონომიკა
22.01.21 15:40
ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ პირველი თებერვლიდან გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ბიზნესებისთვის წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
„მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი განვითარების, მათ შორის ტურისტული განვითარებისთვის. პირველი თებერვლიდან, როგორც ადრეც ვსაუბრობდით, მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები, ეს ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ასევე ახალი ავიაკომპანიები, ვინც გამოთქვამს საქართველოში შემოსვლის სურვილს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს ნოტამი, შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. ახლა მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ შემსუბუქდეს ქვეყანაში სხვადასხვა ვიზიტორებისთვის შემოსვლის რეჟიმი.
„ეს არის ორი ურთიერთკავშირში მყოფი გარემოება. მოგეხსენებათ, რომ დღესაც არის გარკვეული მიმართულებით რეგულარული ფრენები დაშვებული, მაგრამ იმის გამო, რომ არის მეორე ტალღა, ასევე გარკვეული შეზღუდვებია ამა თუ იმ ქვეყანაში ვიზიტორების შესვლაზე, ავიაკომპანიები აქტიურად არ ითვისებენ მინიჭებულ უფლებებს, სიხშირეებს და არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდენიც მათ კომერციულად ენდომებოდათ. აქედან გამომდინარე, ერთია, რომ ჩვენ ვუშვებთ რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით და მეორე ის, რომ ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, რა სიახლეები იგეგმება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ აქამდეც მოქმედებდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, გარკვეული ქვეყნების ჯგუფები, მათ შორის ნაცვალგების ქვეყნები, საიდანაც უფრო მარტივი იყო შემოსვლა, მაგრამ ახლა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად მეტად მიმზიდველია, მაგალითად ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, თავისთავად, ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის მიმზიდველია ჩვენთვის ტურისტულად. ჩვენ ველოდებით, რომ უკვე უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის სეზონზე შევძლებთ, რომ ყველა წესის დაცვით ვუმასპინძლოთ უსაფრთხოდ უფრო დიდი რაოდენობით ტურისტებს. გამომდინარე აქედან, ეს არის ნამდვილად დადებითი სიახლე. ჩვენ შემდეგ კვირაში შეხვედრა გვექნება ტუროპერატორებთან, ტურისტულ კომპანიებთან, რათა ერთად ვიმსჯელოთ, როგორ მოემზადონ ეს კომპანიები, რომ ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21
-
15:4004.03.21
-
15:2004.03.21
-
ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს
15:0004.03.21
-
საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება
14:4004.03.21
-
ხელისუფლება მოლაპარაკებების ჩასაშლელად საბაბს ეძებს - ოპოზიცია მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება
14:2004.03.21
-
„ეპიდვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები ისევ დავაბრუნოთ“ - პრემიერი
14:0004.03.21
-
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს
13:4004.03.21
-
5 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
13:2004.03.21
-
13:0004.03.21
-
ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ნათია თურნავა
12:4004.03.21
-
"საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო, ახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით" - პავილიონისი
12:2004.03.21
-
ახალი საარჩევნო რეფორმას 8 მარტის ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ
12:0004.03.21
-
11:4504.03.21
-
11:3004.03.21
-
11:1504.03.21
-
რუსთავის ციხისკენ მსვლელობა გაიმართება - ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს
11:0004.03.21
-
ჩეხეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
10:4504.03.21
-
ღვინო მოპარული სახელწოდებით „კახეთ“ ტრანზიტით იგზავნება საქართველოს გავლით
10:3004.03.21
-
"თბილისის ციხიდან ივანიშვილის მმართველების პატიმრის , ნიკა მელიას, სიტყვები მივიღე" - პავილიონისი
10:1504.03.21
-
10:0004.03.21
-
ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა
18:0003.03.21
-
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
17:3003.03.21
-
17:0003.03.21
-
16:4003.03.21
-
მევლუთ ჩავუშოღლუ - პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პოზიციას 3+3 ფორმატთან დაკავშირებით
16:2003.03.21
-
საქართველოს რეიტინგი Freedom house-ის ყოველწლიურ ანგარიშში გაუარესდა
16:0003.03.21
-
გიგი უგულავა: შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში
15:4003.03.21
-
თაკო ჩარკვიანი - მთავარია აქციები არ შეწყდეს, თუმცა კორექტივი შევიტანეთ
15:2003.03.21
-
მორიგი შეხვედრა ოპოზიციაში - "როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი"
15:0003.03.21