პოლიტიკა
22.01.21 16:20
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს იყო უდიდესი შრომის შედეგი.
ჩვენ არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, თუ ვისი დამსახურება იყო ეს და მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა, ვულოცავდით ამ გამარჯვებას თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება.
გუშინ, ამისი დრო ნამდვილად არ იყო თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების და რეზოლუციის დონეზე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში და ბევრ ნაწილში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით ხელისუფლებას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხვალვე დაიწყება, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული.
„თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „მიღწევა“ იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა.
„მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
18:0004.03.21
-
კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა
17:4004.03.21
-
“ისკანდერის გაშვება ბაქოში”, რევანშიზმი და ნაციზმის რეაბილიტაცია
17:2004.03.21
-
17:0004.03.21
-
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
16:4004.03.21
-
ბოიკოტი შეცდომა იყო - თალაკვაძემ ოპოზიცია ანტიდემოკრატიულ ქმედებაში დაადანაშაულა
16:2004.03.21
-
აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა - თორნიკე რიჟვაძე
16:0004.03.21
-
15:4004.03.21
-
15:2004.03.21
-
ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს
15:0004.03.21
-
საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება
14:4004.03.21
-
ხელისუფლება მოლაპარაკებების ჩასაშლელად საბაბს ეძებს - ოპოზიცია მშვიდობიანი აქციისთვის ემზადება
14:2004.03.21
-
„ეპიდვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები ისევ დავაბრუნოთ“ - პრემიერი
14:0004.03.21
-
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს
13:4004.03.21
-
5 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
13:2004.03.21
-
13:0004.03.21
-
ჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის - ნათია თურნავა
12:4004.03.21
-
"საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო, ახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით" - პავილიონისი
12:2004.03.21
-
ახალი საარჩევნო რეფორმას 8 მარტის ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ
12:0004.03.21
-
11:4504.03.21
-
11:3004.03.21
-
11:1504.03.21
-
რუსთავის ციხისკენ მსვლელობა გაიმართება - ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს
11:0004.03.21
-
ჩეხეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
10:4504.03.21
-
ღვინო მოპარული სახელწოდებით „კახეთ“ ტრანზიტით იგზავნება საქართველოს გავლით
10:3004.03.21
-
"თბილისის ციხიდან ივანიშვილის მმართველების პატიმრის , ნიკა მელიას, სიტყვები მივიღე" - პავილიონისი
10:1504.03.21
-
10:0004.03.21
-
ლიეტუვის პრეზიდენტი: პავილიონისის ვიზიტმა ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზარალა
18:0003.03.21
-
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
17:3003.03.21
-
17:0003.03.21
-
16:4003.03.21
-
მევლუთ ჩავუშოღლუ - პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პოზიციას 3+3 ფორმატთან დაკავშირებით
16:2003.03.21
-
საქართველოს რეიტინგი Freedom house-ის ყოველწლიურ ანგარიშში გაუარესდა
16:0003.03.21
-
გიგი უგულავა: შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში
15:4003.03.21
-
თაკო ჩარკვიანი - მთავარია აქციები არ შეწყდეს, თუმცა კორექტივი შევიტანეთ
15:2003.03.21
-
მორიგი შეხვედრა ოპოზიციაში - "როცა მელია იქნება მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი"
15:0003.03.21