საზოგადოება

თელავის პროკურატურასან ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს

22.01.21 16:40


ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი პირველ იანვარს საპროტესტო კარვებში მანქანით შეღწევასთან დაკავშირებით პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ.

 

ხოშტარიას თქმით, პროკურატურა, რომელიც ვალდებულია, რომ თავდასხმა და ძალადობა გამოიძიოს და აღკვეთოს, ამას ყურადღებას არ აქცევს.

 

“ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, რომ დაზარალებულთან ერთად პროკურორთან შევიდე და პასუხი მოვთხოვო”, — განაცხადა ხოშტარიამ.

 

პირველ იანვარს თელავის თეატრთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ორი პირი საპროტესტო კარვებში მანქანით შეეცადა შეღწევას, რის გამოც აქტივისტთა სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები