პოლიტიკა

"ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო, მეშინია"- რას ამბობს მალხაზ ვანიშვილი, რომრლიც ოკუპანტებს გამოექცა

22.01.21 17:20


მალხაზ ვანიშვილი, რომრლიც ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიქცა, პირველ კომენტრას აკეთებს. მისი თქმით, მასზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სისტემატიურ ზეწოლას ახდენდნენ.

 


"ცოლიც გამიგზავნეს. ცოლის და შვილის გარეშე როგორ ვიცხოვრო. ჯერ შვილი არ გვეყოლა, მაგრამ ამ თვის ბოლოს გვეყოლება. მაწუხებენ, ძალიან აქ. რომ გაიგონ არ შემომივარდნენ რამე არ მიქნან. ქართველებს შეაგინეო ოსურადო, რუსებიც აქ არიანო, უარი თქვი საქართველოზე. ტელეფონით გადაიღეს ეგ. მეშინია უკვე აქ ცხოვრება", - განაცხადა მალხაზ ვანიშვილმა.

 

ცნობისთვის, მალხაზ ვანიშვილი ოკუპირებულ მხარეს დაახლოებით 2 თვის წინ გადავიდა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები