ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XVI თავი I

20.09.16 18:25


დუშეთის რაიონი

1. ანანური ,, სურბ-ასტვაწაწინ’’ სოფელში 1795 წ. აღდგენილია 1850 – 1863 წ.წ. 1864-1866 წლებში ნახევრად დანგრეულია.

არტემ არარატიანი თავის თხზულებაში აღნიშნავს ანანურში 15 სომხური ოჯახი არის, ერთი ძალიან პატარა ეკლესია 50 კაცს ძლივს დაიტევსო. ეკლესიაში გაჭივრებით შევედი თუმცა დაკეტილი არ იყო. კარების მაგიერ ფიცრები ჰქონდა აფარებული. საეკლესიო ნივთები მტვრით იყო დაფარული და გადავწმინდე . ამ დროს ჩემთან მოვიდა ორი სომეხი, ერთი ძალიან ცუდი სომხურით ლაპარაკობდა.

შემომთავაზეს მღვდელი არ გვყავს და შენ იკისრე მღვდლობაო.

მკითხველის შევახსენებ- მეფე ერეკლეს უღალატა ზოგიერთმა სომეხმა კრწანისის ბრძოლაში (1795). ესენი იყვნენ: სომეხი მელიქი მეჯნუნი (შაჰნაზარიანი) „ იაკოს ბებუთაშვილი, შაქის ხანი მეჰმედ ჰუსეინ ხანი. ეს უკანსაკნელი პირველი შემოუძღვა თბილისში სპარსელებს“ ამ დროს ერეკლე მეფეს დატუსაღებული ჰყავდა იმ წინაზედ გამოგზავნილი ელჩი აღა -მაჰმად-ხანისა. აი ეს ელჩი არტემ არარატიანმა და იოსებ მისკირბაშმა გააპარეს და ყველაფერი შეატყობინა მტერს.“

ერეკლე მეფემ პირველი ბრძოლა მოუგო საჭურს-ხოჯას, რამაც იგი შეაფიქრიანა და აპირებდა უკან გაბრუნებას. ამ დროს მიუსწრო ამ ორი ნაძირალა სომეხის მიერ გაპარებულმა ელჩმა და შეატყობინა - ერეკლეს რეზერვი არ ჰყავსო. აღა-მაჰმად-ხანმა შემოაბრუნა ლაშქარი და შეუტია ქართველთა ჯარს. თუ რა ტრაგედია დაატყდა თბილისს და თბილისელებს საქვეყნოდ ცნობილია.

როგორც ჩანს ანანურში 1795 წ. მართლაც იყო სომხური ეკლესია. საინტერესოა ამ მხარის მემამულეების თავად ერისთავების ნებართვა თუ არსებობს მისი აშენების თაობაზე...
,,სომხები ცდილობენ და ხელიდან არ უშვებენ შემთხევას, პარაზიტული ხერხებით განადიდონ თავიანთი ისტორიული ,,დამსახურებები’’ თუ ამჟამინდელი ღირსებები. გზადაგზა ცდილობდნენ დაჩრდილონ ის მეზობელი ხალხები, რომელთაც ბევრი ნათელი ისტორია და ღირსება გააჩნია, ვიდრე საკუთრივ სომხებს.

ისტორიულ არქეოლოგიურად სომხები ქართველებს უსინდისოდ ძარცვავენ. მათ ისტორიული ძეგლებიდან შლიან ქართულ წარწერებს, იტაცებენ უძველეს მართლამდიდებელ სამრეკლოებს და დაცარიელებულ ეკლესიებს. ამის დასტურად მოვიყვან შემდეგ ფაქტს: დუშეთის მაზრის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მრევლმა შეადგინა არზა და თავის ორ წარმომადგენელს სთხოვა, მკაცრი ზომების მისაღებად შუამდგომლობა კავკასიის მაღალი ჩინების წინაშე სომეხი სამღვდელობის იმ წარმომადგენლის მიმართ, რომელთაც უსინდისოდ მიიტაცეს სამრეკლო ,, ბოდავის წმინდა გიორგის ნიში ‘’ და მისის მიმდებარე ტერიტორია. ამ სამრეკლოს მთავარი ხატები მოიპარეს და დუშეთის სომხურ ეკლესიას გადასცეს. სამრეკლოს უწოდეს ,,სურბ- გევორქ’’ და იმ მართლმადიდებელ მღვდლებს წირვის საშუალება აღუკვეთეს ( ჟურ. „Кавказ“, 1897წ. ივნისი).

ცოტა ვრცელი ამონარიდი გამოვიდა, მაგრამ ტიპიურია და ნათლად წარმოაჩენს სომეხი სასულიერო პირების მიერ ქართული საკულტო ძეგლის მისაკუთრების პროცესს. სხვათა შორის ამ ქართული სამრეკლოს შესახებ პლ. იოსელიანი წერს- Часовню св. Георгия Бодавского, бывшую правосланую, она в лесу недалеко кладбище церкви

ეს არის 1820 წლის მონაცემით, რა არა საკადრისი გზით გახდა იგი სომხური ცხადია. რაც შეეხება - ,,დუშეთის ,, სურბ - ასტვაწაწინ’’ -ის გუმბათოვან ეკლესიას, რომელიც იდგა ქალქში, დანგრეული იქნა 1930 წელს ბოლშევიკების მიერ, ხოლო მიწა რაზეც ეს ეკლესია იყო ჩემი ინფომაციით სახელმწიფოსია და მისი გადაცემა სასამართლოს საქმეა.

ცატიჯვრის ,, სურბ-ასტვაწაწინ’’ მე -19 ს-ის მეორე ნახევარშია აგებული ‘’. ე.ი. 1801 წლის შემდეგ. მისი აშენების შესახებ თუ რაიმე საბუთი არის გაცემული რუსეთის იმპერატორის, მაღალი ჩინოვნიკის ან ეგზარხოსის მიერ იურიდიული ძალის არ მქონეა,რადგან საქართველო არ იყო და არც ახლა არის რუსეთის იმპერიის სამართალ მემკვიდრე.



სამცხრე -ჯავახეთი

ახალციხის რაიონი

ვიდრე თემის განხილვას შევუდგები უპრიანი იქნება მოკლედ გადავხედოთ ამ უძველესი ქართული კუთხის წარსულს. ისტორიის ირონიაა სამცხე-ჯავახეთის მიწის ქართულობის მტკიცება, რომ გვჭირდება მაგრამ რას იზამ, სადაოდ გაგვიხადა პათოლოგიური და აგრესიული ისტორიზმით შეპყრობილმა ზოგიერთმა სომეხმა მეცნიერმა....
პირველად ჯავახეთი მოიხსენიება ურარტუს მეფის არგიშტ I -ის წარწერებვი (785-784. ჩვ.წ. აღ-მდე) მასში ჯავახეთი ,,ზამბახას’’ ფორმით არის მოხსენიებული. სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია ,,ზაბახ’’ არის ჯავახეთის ადრეული ფორმა (ივ. ჯავახიშვილი, გ მელიქიშვილი , შ ასათიანი , ნ. ხაზარაძე, გ . ყორანაშვილი, ს. ერემიანი , აშ.მელქონიანი, ნ. არუთინიანი, ჰ ყარაგიოზიანი და სხვა).
ს.ერემიანის აზრით , რამდენადაც არგიშტ I-ის წარწერაში - ,,ზაბახა’’ დაპყრობილ ქვეყანად მოიხსენიება, ეს ნიშნავს იმას, რომ ძვ. წ.ა ღ -ით VIIს-ში სომეხი ხალხის ეთნოსი ჩამოყალიბებული იყო და სომხური სამეფო არსებობდა .
ეს მოსაზრება ყოველგვარ დამაჯერებლობას არის მოკლებული, რადგან ისტორიული საბუთიანობა აკლია. მარტო ის, რომ ,,ზაბახა’’ დაპყრობილ ქვეყნად იხსენიება აღნიშნული მოსაზრების დასამტკიცებლად ვერ გამოდგება: არ შეიძლებოდა ,,ზაბახას’’ მოსახლეობა, როგორც ტომი ისე დაეპყრო არგიშტ I -ს. ისე რომ ეს არგუმენტი არ გამოდგება იმის დასადასტურებლად ,,თითქოს VIIს . ჩ.წ არ-მდე სომხების სამეფო არსებობდა.

ანდა ვინ დაამტკიცა ცალსახად ,,ზაბახას’’ მკვიდრნი მაინცდამაინც სომხები იყვნენ ?....

გ .მელიქიშვილის საფუძვლიანი მოსაზრებით ურარტული ლურსმული წარწერები მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავენ ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონში არსებული გაერთიანების შესახებ. ასეთია: „დიაუხი(ტაო), კოლხა(კოლხეთი), ზაბახა (ჯავახეთი), ვიძეროხი (ოძრხე) და სხვა. შემდეგ განაგრძობს , ურარტულ დამწერლობაში ,,ზ’’ ,,ჯ’’ -ს გადმოსცემდა. მაგ, ,,ჯავახ’’ სახელი იწერება როგორც ,,ზაბახ.’’ ,,ზაბახა’’ თავსდება ჩილდირის ტბის დასავლეთით. იგი დიაოხს მეზობლობდა ჩრდილო- აღმოსავლეთიდან. ,,ზაბახა’’ ცოტა უფრო სამხრეთით ჩანს, ვიდრე ქართული ,,ჯავახეთი’’, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი იმ დროს უკვე ჩრდილოეთით, დღევანდელ ჯავახეთამდე (ახლაქალაქის მხარე) მოდიოდა. ძველი ქართული წყაროებით ჯავახეთიც ხომ სამხრეთით კარგა მანძილზე, მტკვრის სათავეებამდე ვრცელდებოდა’’ .

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ქართული ეთნომიმების ერთი ნაწილის ფუძის ბოლოკიდურ თანხმოვნად -ხ - იჩენს: მეს-ხი, კოლ-ხი, ტაო-ხი და სხვა. ამ სახელთა ფუძეები ქვეყნის აღმნიშვნელი საკეცი ფორმატია -კოლხი, ტაო-ხი .

ამ ძირიდან არის ნაწარმოები აღნიშნული ტოპონიმები საქართველოში. ესეც არ იყოს არმაზის ერთ-ერთი ერისთავს ზევახ- ჯავახ რაქმევია.

ჯავახეთის ეტიმოლოგიისა და ისტორიის გათვალისწინებით ეს მხარე ოდითგან ქართველთა წინაპრებით იყო დასახლებული. ამას ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ სომეხი მეცნიერები ცდილობდნენ და ცდილობენ ჯავახეთი უძველეს სომხურ მხარედ წარმოაჩინონ და შესაბამისად აბორიგენებად სომეხთა წინაპრებს მიიჩნევენ.

ერთ-ერთი მათგანია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის არტიუშ სანოსიანი. გავეცნოთ მის ზოგიერთ ,, მოსაზრებას’’. იგი ჯავახეთის შესახებ არსებული არცერთ ეტიმოლოგიას არ იზიარებს და გვაწვდის ამ ტოპონიმის რბილად, რომ ვთაქვათ ტენდენციურ ახსნას ,, Джав+ аг= Джавак те родина племен Джавов’’ . ეს Джавов მას სომხურ ეთნიკურ ერთეულად მიაჩნია. იმას კი არ დაგიდევს ასეთი ეთნიკური ერთეული არცერთ სომხურ და უცხოურ წყაროებში დადასტურებული არ არის. ეს მას არ ადარდებს, ხომ თქვა, ხომ გამოიგონა არარსებული სომხური ერთეული ჯავახეთში... საქმე იმაშია, რომ ეს ,, გენიალური’’ აღმოჩენა მას სჭირდება იმისათვის, რომ განაცხადოს სომხები უხსოვარი დროიდან სახლობდნენ ჯავახეთშიო.

თუმცა მთლად არ გაწირა. ქართველები გაიღო ,, მოწყალება’’ და მათი არსებობაც აღიარა. მაგრამ იქვე სასწრაფოდ დაამატა -სომხები მუდამ მეტნი იყვნენ ქართველებზე, თანაც თურმე ქართველები გვიან მოსულები არიანო.

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები