საზოგადოება
25.01.21 15:20
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით,სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ“ - აღნიშნულია უსაფთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.
„გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
გიორგი ვაშაძე: ჩვენი მხრიდან კომპრომისი რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტზე თანხმობა იქნება
18:0001.03.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
17:4001.03.21
-
გახარიას კადრები კანცელარიიდან მიდიან - თანამდებობა სოფიო მდინარაძემაც
17:2001.03.21
-
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
17:0001.03.21
-
16:4001.03.21
-
გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა
16:2001.03.21
-
თამარ ტალიაშვილი საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვდა
16:0001.03.21
-
„ლელო“ მინისტრ ტიკარაძის გადადგომას ითხოვს
15:4001.03.21
-
ამირან გამყრელიძესთან მიმართებაში პოზიციურ ცვლილებას ვერ დავადასტურებ - მინისტრის მოადგილე
15:2001.03.21
-
"მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტებას"- ჯანდაცვის სამინისტრო
15:0001.03.21
-
შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
14:4001.03.21
-
14:2001.03.21
-
გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე 2 კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდა
14:0001.03.21
-
ვინ ახდენს საეკლესიო კონფლიქტის პროვოცირებას საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის?
13:4001.03.21
-
დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
13:2001.03.21
-
13:0001.03.21
-
შარლ მიშელი: ყველა პარტიამ უნდა გააძლიეროს ვითარების დეესკალაციის მცდელობები
12:4001.03.21
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
12:2001.03.21
-
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება
12:0001.03.21
-
11:4501.03.21
-
11:3001.03.21
-
11:1501.03.21
-
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უზრუნველყოფს სომხების ნორმალურ ცხოვრებას მთიან ყარაბაღში
11:0001.03.21
-
ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს - ემიგრანტების მოთხოვნა და მხარდაჭერა ნიკა მელიას
10:4501.03.21
-
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს
10:3001.03.21
-
10:1501.03.21
-
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ხვდება
10:0001.03.21
-
არის თუ არა სეპარატისტული ფონდი „ჯავახი სომხების გვერდით“ საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებისთვის?!
22:0027.02.21
-
სამხედრო პუტჩი სომხეთში ან "ისკანდერის ისტერიული სიცილი"
21:4527.02.21
-
სომეხ ნაციონალისტებს სწყურიათ რუსული აგრესია საქართველოში
12:2527.02.21
-
"მესამე რაიხის" ჯუჯის ხელახალი შექმნა სომხეთში
12:1527.02.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა
18:0026.02.21
-
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია გისოსებს მიღმა მოახვედრა
17:4026.02.21
-
გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა
17:2026.02.21
-
ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას ვერ შევეგუებით - ანზორ მელია
17:0026.02.21
-
16:4026.02.21