პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე - ადამიანს ლაჩრულად მიეპარო და თავზე ნაგავი დააყარო, არც სამოქალაქო აქტივიზმია და არც ოპოზიციონერობა

26.01.21 14:20


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, მიპარვით ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა არც სამოქალაქო აქტივიზმია და არც ოპოზიციონერობა.

 

„ასეთმა ფაქტმა ოპოზიციაში განხეთქილება რომ გამოიწვია, ჩემთვის გასაკვირია. ადამიანს უკნიდან, ლაჩრულად მიეპარო და თავზე ნაგავი დააყარო, ეს არც სამოქალაქო აქტივიზმია, არც ოპოზიციონერობა, ეს არის ლაჩრობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

23 იანვარს, ბათუმში აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო დაეკისრა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები