პოლიტიკა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ - პრემიერი

26.01.21 14:40


ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიმ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.


"ჩვენ ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ რა ხდება ახლა ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომაროება, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ და მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები