პოლიტიკა
26.01.21 16:20
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუშაობას აგრძელებს.
დღევანდელი სესიის დღის წესრიგის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ დავაზე ინფორმაციები წარმოადგინეს და რუსეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილული საკითხის მნიშვნელობა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ შეაფასა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე დღე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხით დაიწყო.
ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, სადაც არაერთგზის იყო ნახსენები საქართველო-რუსეთის დავის შესახებ, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული ეს საშუალება, რათა გვესაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია.
ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის ომს და იმ დარღვევებს ეხებოდა, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა.
საქართველომ წარმოადგინა 700-ზე მეტი მტკიცებულება და საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ამ დავაში.
ახლა უკვე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვიზრუნოთ და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ რუსეთის მხრიდან მისი აღსრულება ბოლომდე იყოს მიყვანილი.
ასამბლეის სხვადასხვა დელეგაციის წევრების გამოსვლებში კარგად ჩანდა ზეწოლა ამ საკითხის მიმართ და ჩვენი დელეგაციის წევრებმა არა მხოლოდ ინფორმაციები წარმოვადგინეთ, არამედ ვეცადეთ ხაზი გაგვესვა იმ მნიშვნელობაზე, რასაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება გულისხმობს ამ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24
-
14:1016.04.24
-
13:4016.04.24
-
12:5516.04.24
-
12:1416.04.24
-
11:4516.04.24
-
მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა
11:2016.04.24
-
11:0016.04.24
-
10:3916.04.24
-
10:0016.04.24
-
ლოზუნგით - „არა რუსულ კანონს" აქცია ოზურგეთშიც გაიმართა
18:0015.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
17:3215.04.24
-
16:5715.04.24
-
16:2415.04.24
-
16:0015.04.24
-
15:1815.04.24
-
ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“
14:5615.04.24