პოლიტიკა

"იმედი მაქვს მელია წინააღმდეგობას გაუწევს სააკაშვილს" - ხვიჩია

27.01.21 10:15


"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ახცადებს, რომ არის ნიკა მელიაც გულშემატკივარი და იმედოვნებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს მიხელ სააკაშვილს.

 

"მე ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და ნიკა მელიამ ეს იცის. მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულას ნაციონალური მოძრაობის მიმართ მთელ ამ პროცესში. მე და ჩემი პარტია ვართ ხალხი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩვენ ამ იმედით ვმოძრაობთ. როდესაც ჩვენ ნიკა მელიას იმედი გვაქვს და დავადასტურებ, რომ გვაქვს ნიკა მელიას იმედი, ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვეძებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის "არას" თქმას, როდესაც არაა სათქმელი. მე მხოლოდ ამ შემთხვევაში ვენდობი ნაციონალურ მოძრაობას როგორც მოთამაშეს, რომელიც არ ეცდება, ერთპიროვნულად ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მე სულ ამ იმედით ვუყურებ ნიკა მელიას. მე უნდა მეგულებოდეს ენმ-ში ვიღაცა, გადახტით კლდიდან რომ ეუბნება მიხეილ სააკაშვილი, ამას არ იზამენ, ახლა ამას ეუბნება მიხეილ სააკაშვილი (ენმ-ის)" , - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები