პოლიტიკა

საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა

27.01.21 10:30


საქართველოს, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, დღეს, ორდღიანი ვიზიტით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა.

 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შემკობს გმირთა მემორიალს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები