პოლიტიკა

ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - დავით სერგეენკო

27.01.21 13:00


"ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით სერგეენკომ ხლისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებსა და მანდატების გაუქმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებაზე უარს არ ამბობს. სერგეენკოს თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ უჭერს და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს:

 


"მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული – კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება.

სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს. 2 თებერვლამდე კიდევ დროა და შესაძლებელია, ბევრი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ალბათ, იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება.

 

ეს საკითხი გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც შემოგითვალეს ოპოზიციიდან. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, იქნება თავისუფალი კენჭისყრა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები