პოლიტიკა

პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა

27.01.21 13:20


პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა, რომელსაც 82 დეპუტატი ესწრება.

პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია 27-28 იანვარს გაიმართება.

 

რიგგარეშე სესიის ფარგლებში, დეპუტატები Covid 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეხება.

 

პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები