პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია

27.01.21 13:40


დავით ზილფიმიანის განცხადებით, ის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია. ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლაზე დასაფიქრებლად კოლეგა ოპოზიციონერებს გარკვეული ვადა კიდევ უნდა მისცენ.

 

„საქართველო პატარა ქვეყანაა და მეტ-ნაკლებად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. რატომ ვამბობ ამას? მინდა, ვისარგებლო მომენტით და, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნებ, ჩვენი გამოსვლით გადაგარწმუნოთ იმაში, რომ ახლავე ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა შეიძლება, სასურველი არც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივცემთ წინააღმდეგს შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

 

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს.

 

პარლამენტი ოპოზიციის ნაწილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭს 2 თებერვალს უყრის.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები