პოლიტიკა

გიგი წერეთელი - გამოყენებული იქნება ყველა კანონიერი მეთოდი, რომელიც გადაწყვეტილების შესაცვლელად ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს

27.01.21 14:40


იმ ვითარებაში, რომელშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა, უმძიმესი ეკონომიკური პირობები, ჩაკეტილი და გაჩერებული ბიზნესი, ყველა დღე არის ძალიან ძვირფასი, რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული, განიმუხტოს ეს პოლიტიკური სირთულეები, პოლიტიკური კრიზისი და რაღაცნაირად შევუდგეთ ქვეყნის განვითარებას და ამ Მძიმე ვითარებიდან გამოსვლას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

 

„თუ ეს არ ესმის ხელისუფლებას და რაღაცნაირად გაწელვის პოლიტიკაა, იქ მანდატების შეჩერების, თუ სხვის, ეს არასწორია. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისთვის არის ძალიან პრინციპული ის საკითხები, რაზეც შედგა ეს ბოიკოტი და რაზეც იყო ამდენი აღელვება არჩევნების შემდეგ. ამიტომ, ერთადერთი გზა არის, რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს კომპრომისები, აუცილებელი კომპრომისები“, – განაცხადა წერეთელმა.

 

მისი თქმით, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან უნდა გამოინახოს გადაწყვეტილების ის მოდელი, რომელიც  ვითარებას შეამსუბუქებს და პროცესს არ გააჩერებს.

 

„გამომდინარე პროცედურული საკითხებიდან, ახლა უნდა იყოს კენჭისყრა მანდატების შეწყვეტაზე, რაზეც მართლაც არის რაღაც ისეთი პრაქტიკულად გროტესკული ვითარება, როცა დეპუტატები ითხოვენ შეგვიწყვიტეთო და ხელისუფლება მათ არ უწყვეტს, რადგან ფორმალურად ჰქონდეს წარდგენილი რაღაცნაირად ეს მრავალპარტიული პარლამენტი. რაც შეეხება ვადებს, ვფიქრობ, რომ ალბათ რამდენიმე კვირა უნდა იყოს მაქსიმუმი, ვიდრე საერთოდ გაირკვევა და გადაწყდება ეს საკითხები. შესაძლებელია, ტაქტიკურ ნაბიჯებში ოპოზიცია იყოს კრეატიული, მაგრამ პროტესტის ფორმები არსებობს და როგორც გაცხადდა და როგორც არაერთხელ ითქვა ლიდერების მხრიდან, საერთო განცხადებაში, ეს პროტესტი იქნება, გამოყენებული იქნება ყველა ის კანონიერი მეთოდი, რომელიც მოახდენს ზეწოლას ხელისუფლებაზე გადაწყვეტილების შესაცვლელად“, – განაცხადა წერეთელმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები