საზოგადოება

"თბილისი ცენტრალის" დირექტორის განცხადებით, დაკეტილი სავაჭრო ცენტრისთვის საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება არასამართლიანი მიდგომაა

27.01.21 16:40


"თბილისი ცენტრალის" დირექტორის, ლევან ყარალაშვილის განცხადებით, დაკეტილი სავაჭრო ცენტრისთვის საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება არასამართლიანი მიდგომაა.

 

როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ყარალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის ქონების გადასახადის შემცირების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

 

„ჩვენ, როგორც დარგი, ვთვლით, რომ არასამართლიანი მიდგომა რჩება. სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო 5 თვის განმავლობაში და იგივე საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება უბრალოდ არამიზანშეწონილია. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და იმედს ვიტოვებთ, გამოინახება რესურსი, რომ ეს შეღავათი მივიღოთ",- განაცხადა ყარალაშვილმა.

 

ამასთან, ყარალაშვილის თქმით, სექტორს აქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაამუშავებს.

 

„კარგი ამბავია, რომ შეზღუდვა იქნება 10 კვადრატულ მეტრზე ერთი მომხმარებლის, როგორც ჰიპერმარკეტებშია. მეორე ისაა, რომ იმუშავებს გასახდელები, ასევე იქნება პროდუქციის გადაცვლის საშუალება, რაც ასევე მნიშვნელოვანია კლიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, თუმცა ორი კვირის განმავლობაში მოხდება ამ საკითხზე მობრუნება. შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული, თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ",- განაცხადა ყარალაშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები