პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მანდატებზე: დავიცავთ რეგლამენტს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესსაც ვითვალისწინებთ

28.01.21 11:30


მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან ოპონენტებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„ეს არ არის ერთი ან ორი პარლამენტარის მიერ დაწერილი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიცია შეიცვალა, შეუთავსებლობა აქვს ან სხვა საქმიანობას იწყებს. ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არის ერთგვარად პოლიტიკური ნაბიჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებით სპეკულაციები ხდება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ.

არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან მათგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით და რაც მთავარია, მომავლის წინაშე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კიდევ 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები