პოლიტიკა

განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის გამოყოფაზე დადგენილება მზადაა

28.01.21 12:20


განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის მიმართულების გამოყოფასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება უკვე მომზადებულია. ინფორმაცია გიორგი გახარიამ დაადასტურა.

 


მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს.

 

"უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

 

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად და რა თქმა უნდა ცალკე სამინისტროს, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლებში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს, იმსახურებს", - განაცხადა გახარიამ.

 

გაიკვა ისიც, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით ფუნქციონირებდა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება.

 

განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები