ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2020 წლის დეკემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 90.8 პროცენტით შემცირდა

28.01.21 12:40


2020 წლის დეკემბერში საქართველოში 49 260 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 90.8 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

 

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 44 723 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 3 563, საზღვაო გზით – 755 და სარკინიგზო გზით – 219.

 

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია:

 

თურქეთი – 19 698 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -75.6 პროცენტი; სომხეთი – 9 324 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93.1 პროცენტი; რუსეთი – 4 404 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 93.3 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 4 358 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 87.7 პროცენტი; აზერბაიჯანი – 3 955 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით -96.8 პროცენტი; უზბეკეთი – 1 842 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +45.3 პროცენტი; უკრაინა – 1 392 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -86.6 პროცენტი; ბელარუსი – 674 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -71.5 პროცენტი; ყაზახეთი – 666 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -91.9პროცენტი; ტაჯიკეთი – 423 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -21.5 პროცენტი; ყირგიზეთი – 310 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -85.8 პროცენტი; ბულგარეთი – 242 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -69.2 პროცენტი; საფრანგეთი – 208 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -81.8 პროცენტი; აშშ – 195 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.3 პროცენტი; ისრაელი – 192 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -98.6 პროცენტი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები