ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XVI თავი II

21.09.16 17:15


ა.სანოსიანი -ურარტუს არარატს უწოდებს, რითაც ურატუს მემკვიდრედ სომხეთი გამოყავს ხოლო ურარტუს მეფე არგიშტ I-ი სომხეთის მეფედ, რომელსაც თავის სამეფოს საზღვარი თურმე მთებამდე გადაუწევია. მთებში ალბათ კავკასიონის მთაგრეხილს გულისხმობს. აქ უპრიანი იქნება მოვიტანოთ ცნობილი ურარტულოგის აკად. ბ. პიოტროვსკის მოსაზრება: „Но было бы совершенно неверно отожествлять арменов урартами или же считать их прямыми потомками Урартов“.

ასე რომ სომხების ურარტელთა უშუალო მემკვიდრეობაზე ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ურარტუს სამეფო დაიშალა VI ს ჩ.წ-აღ-მდე. ამ დროს გამოჩნდნენ ურარტუს ტერიტორიაზე სომეხთა წინაპრები და შეერივნენ ადგილობრივ ურარტულ მოსახლეობას. ამდენად, სომეხ მეცნიერებს არ აქვთ მყარი საფუძველი უშუალო „ეთნო მემკვიდრეებად“ გამოაცხადონ სომხები, ხოლო ურარტუს მეფე არგიშტ I-ი კი სომხეთის მეფედ, როგორც ე.წ. ისტორიკოსი ა.სანოსიანი „გვთავაზობს“ .

მცირე კომენტარი: სანოსიანი თუ მეცნიერულად „გვართმევს“ ჯავახეთს მისი თანამემამულე ვინმე არმენ ავეტისიანი კი ომით გვემუქრება და ჯავახეთის წართმევას ისე აპირებს: „მე არასდროს დამიმალავს, რომ ჯავახეთი ძირძველი სომხური მიწაა და სომხეთს უნდა დაუბრუნდეს, უნდა მოვილაპარაკოთ.... თუ ომი მოგვიწევს უნდა ვიომოთ, სამშობლოს დაუბრუნოთ. ,,ჯავახეთი იყო ჩვენი, ახლა თქვენია, მოგცემთ მშვიდობიანად ხომ კარგი არა - და ომი გარდაუვალია!...“

ჟურნალისტის კითხვაზე -სომხურ პოლიტიკურ წრეებში ვინ იზიარებს თქვენ მოსაზრებას იგი პასუხობს ,, დაშნაკური პარტია’’ , ,,ნაციონალური პარტია’’, ,,სამშობლოსათვის’’, ,,ასალა’’, ,,არარატის ფიცი’’, ,, ყარაბაღის ომის ვეტერინარები’’ (გაზ.,,ასავალ-დასავალი’’ 2006 წ, N 36 4-10 სექტემბერი ).

როგორც ჩანს, ერევანში არმენ ავეტისიანის მსგავსი ტვინგაცხელებული „პატრიოტები“ საკმაოდ არიან. მათ შევახსენებ, ყარაბაღის საკითხი თუ მოგვარებული გონიათ და სომხეთის ნაწილად თვლიან, მწარედ სცდებიან. ყარაბაღი არასდროს იყო სომხეთის ძირეული მიწა. იგი ალბანეთის ტერიტორია იყო. სომხეთის სამეფომ იგი დაიპყრო, სომხურმა ეკლესიამ ალბანეთი იძულებით მოააქცია მონოფიზიტობაზე. მიითვისა ალბანეთის საკულტო ძეგლები. ალბანელი მწერლის მოსე კალანკატუელის ,, ალბანეთის ისტორია’’ თარგმნა სომხურად, ხოლო ორიგინალი გაანადგურა და თხზულება მიისაკუთრა და ა. შ.

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი დაიბრუნებს ყარაბაღს და ეს გაკეთდება სომხების ისტორიული ,,მფარველის’’ რუსეთის ხელით.

ჯავახეთის ისტორიის შესახებ, ამ ბოლო ხანებში გამოქვეყნებული შრომებიდან საყურადღებოა ზ. ალექსიძის გამოკვლევა. მასში ძველი სომეხი ისტორიკოსების თზულებათა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე ავტორს გამოაქვს ასეთი დასკვნა ,, X - ის დამლევი სომეხი ისტორიკოსი უხტანესის გეოპოლიტიკური ცნობიერებით, რაც უეჭველია ემთხვეოდა მისი დროის სხვა სომეხი განათლებული მოღვაწეთა თვალსაზრისს, ნაბუქოდონოსორის დროიდან ალექსანდრე მაკედონელამდე ( IV ძვ. წ. აღ-ით) დიდ პიტიახშამდე (II ს.ა.წ.) დიდი პიტიახშიდან გუარამ კუროპალატამდე (VI -ის ნახევარი ) გუარამ კურაპალიტდან ბაგრატ III -მდე) ჯავახეთი და გუგარეთი ქართველებით დასახლებული ქვეყანა იყო და საქართველოს სახელმწიფოში შედიოდა.

სამცხე-ჯავახეთის ბედი უკუღმა მაშინ დატრიალდა, როცა თურქეთმა XVI ს-ში ჩამოაცილა დედა- საქართველოს და გაბატონდა.

პასკევიჩმა აიღო ახალციხის ციხე-სიმაგრე, 1828 წ. 15 აგვისტოს, სამცხე სათაბაგოდან განდევნა თურქები და ეს მხარე შემოუერთა რუსეთის იმპერიას. აქ ამ დრომდე მოსახლეობის 90 პროცენტი ქართული იყო. დანარჩენს შეადგენენ თათრები, სომხები, ქურთები და ებრაელები.

პასკევიჩმა ადგილობრივ ქართველებს, საგანგებოდ, ისეთი მძიმე პირობები შეუქმნა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ მშობლიური მხარე, სახლ-კარი და გადაიხვეწნენ ზოგი თურქეთს, ზოგი ქართლსა და იმერეთში. მათ ხარაბა კარ-მიდამოზე კი შეასახლეს ერზურუმელი სომხები. ამდენად ხელოვნურად შეიცვალა სამცხე-ჯავახეთის დემოგრაფიული უპირატესობა სომხების სასარგებლოდ.
ერზრუმელი სომხების პირველი ნაკადი შემოიყვანა ამ საქმის ერთ-ერთმა აქტიურმა ორგანიზატორმა არქიეპისკოპოსმა კარაპეტ ბაგრტუნმა.

როგორც ლ.ზაგურსკი წერს, შემოსახლებული სომხები ისე თვახედურად და აგრესიულად იქცეოდნენ, თითქოს ადგილობრივები ყოფილიყვნენ და ჯავახეთში ოდითგან ისინი ცხოვრობდნენ. ( Л. Загурский, Поездка в Ахалцихский уезд в 1872 стр. 65).

„ზოგიერთი სომეხნი არ დასჯერდნენ ჩვენს მამა-პაპათა სისხლით დაცულ მიწა-წყალს, მისგან მიღებული მრავალნაირი სიკეთე- სიმდიდრეს, გაძღნენ, გაღონიერდნენ, გაიმაგრეს ურთიეთისაგან ზურგ-მხარი და უწყეს ნგრევა ჩვენი სათაყვანო ეკლესია მონასტრებსა, სადაც შეძლეს დაისაკუთრეს, ხუცური წარწერები, წაშალეს და თვითნებურს ჯღაბნა დაუწყეს არა მარტო ეკლესიებზე, იგივე ნაოხარ სოფლების ლოდებზედ და ქვებზედ, სადაც ვერ გაიტანეს ხელთ ეკლესიები, ნაწერები, ნახატი ქვები დაგლიჯეს და სასაფლაოები დალეწეს. ბევრგან ქართული ნაწერი სასაფლაოები დალეწეს, ეკლესიები ძველი საფლავები დათხარეს და ძვლები ღელე- ხევებში გადაყარეს, როგორც საქელას კათოლიკეთა სასაფლაონის ეკლესიის გარემო აღარ გააბოგინეს, ისე სხვაგან. დღემდის ქურთები, თურქები, თარაქამები მაჰმადიანები კრძალვით და პატივისცემით ეპყრობიან ჩვენ ეკლესიებს და ზოგიერთი სომეხთაგანი კი მტრულად გვეპყრობა, სიმართლით წყინობს ბ.კლდია (პ.მირიანაშვილი ბ.ა). მათ დაუნდობლობასა მღვდლით ერამდე, მაგრამ გამგონი არა გვყავს, თბილისსაც ისაკუთრებენ ასპინძა და აბასთუმანი რაღა სახსენებელია“ გულისტკივილით წერს ივ.გვარამაძე.

შემოსახლებულ სომხების უზნეო და უმადურ საქციელს , რაც ტიპიური იყო და გამონაკლისს არ წარმოადგენდა, უმადურობის გარდა, სხვა რა უნდა ეწოდოს?
ძველი ქართული ეკლესიის მიტაცების ანალოგიური ფაქტები მრავალია და შრომებში აღნიშნული აქვთ -ექ.თაყაიშვილს , ივ. როსტომაშვილს, ს.ჯიქიას, ნ.ბერძენიშვილს, გ. ბოჭორიძეს და სხვა.

ს.კარაპეტრიანის აღნიშნული რუკა-ცნობარის მიხედვით 127 სომხური ეკლესია არის სამცხე- ჯავახეთში. აქედან 40 აშენებულია 1801 წლამდე. ასი წლის მანძილზე (1801-1900) წ. სომხებს 87 ეკლესია აუგიათ.

გამოდის, ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონებში სომხები წელიწადში ერთ ეკლესიას და ცოტა მეტს აშენებდნენ. ამ ეკლესიათა უმეტესობა მკვიდრად ნაგებია და არა ნაჩქარევად ნაშენები. ასეთი დაჩქარებული ტემპით ეკლესიების აშენება იმდროინდელი ჩოჩიალა ურმით და შიშველი ხელებით წარმოუდგენელია. მაშინ კი არა, დღეს მექანიზებული მშენებლობის პირობებშიც კი ძნელია, დროის ამ მონაკვეთში ამდენი შენობის, მით უმეტეს ეკლესიის აგება. თუ გავიხსნებთ იმასაც რომ ეჯიმიაწინის სასულიერო საბჭოს წესდების თანახმად სომხური ეკლესია უნდა შენდებოდეს 7 წელი.

ისმის კითხვა -რაშია საქმე?

საქმე იმაშია რომ შემოსახლებულმა სომხებმა არც მეტი არც ნაკლები ხარაბა ქართული ეკლესიები გამოიყენეს, როგორც უნდოდათ -ზოგი გადააკეთეს, ქართული წარწერები გადაფხიკეს და სომხური ამოკვეთეს, ზოგან სომხური ხაჩქარი ჩადგეს, ზოგან უბრალოდ დაშალეს და მისი თლილი ქვებიდან სომხური ეკლესია ააგეს და ა.შ.

როგორც აღვნიშნე ამ მიმტაცებლობის შესახებ წერდნენ ქართველი მოღვაწეები, მაგრამ მეფის მთავრობის მხარდაჭერით ფრთაშესხმული სომხები ამ უნამუსო საქმიანობას ინტენსიურად აგრძელებდნენ. ასე, რომ ძველი ქართული ეკლესიების მისაკუთრების ხარჯზე, მოეფინა ნაწვიმარზე ამოსული სოკოსავით XIX ს-ში სამცხე - ჯავახეთს ,,სომხური ’’ეკლესიები.

წაკითხულია : 1360


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები