პოლიტიკა
09.02.21 17:20
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სამაგალითო მეგობრობასთან ერთად, აკავშირებს საერთო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს და გამარტივდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები.
როგორც აღინიშნა, ორ პარტნიორ უწყებას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის არეალი, გაიზარდოს საბაჟო პროცედურების მართვის ეფექტურობა და სხვა.
საუბარი, ასევე, შეეხო პანდემიის პირობებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის კოორდინაციის საკითხებს, რამაც უზრუნველყო არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით შეძლებს COVID-19-ის პანდემიის გავლენის შემცირებას და ეკონომიკის აღდგენას.
შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24