პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - სამარცხვინო მიდგომაა, რომ შეზღუდვების დაწესება უფლებებს ზღუდავს

09.02.21 17:40


სამარცხვინოა მიდგომა, რომ შეზღუდვების დაწესება უფლებებს ზღუდავს და ამის საწინააღმდეგოდ გაკეთებული მოწოდებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. სარჯველაძის თქმით, დაწესებული შეზღუდვები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის ახსნილი.

 

"ყოველდღიურად აუცილებელია კონკრეტული შეზღუდვის თანაბარზომიერებისა და პროპორციულობის შეფასება, მაგრამ ზოგადი საუბარი, რომ დაწესებული შეზღუდვები რაიმე ფორმით დაუშვებელია, არის უპასუხისმგებლობა და არის არაეთიკური. ჯერ ერთი, კოვიდის საწინააღმდეგო მოქმედებები და ღონისძიებები მთელი მსოფლიოს პრაქტიკაა. ერთადერთი ტესტი უფლებების შეზღუდვისა არის მართლზომიერების დადგენა, თუ რამდენად პროპორციული და თანაზომიერია სხვა ღირებულების დასაცავად. ასეთია ცივილიზებული სამყაროს ხედვა", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები