პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონში ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი გვყავს: უკრაინა და საქართველო

10.02.21 10:00


ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ შავ ზღვის რეგიონს ნატოსა და ნატოს მოკავშირეებისთვის, ჩვენი ზღვისპირა წევრებისთვის თურქეთისთვის, ბულგარეთისა და რუმინეთისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რეგიონში ორი ახლო და და ძალიან ღირებული პარტნიორი გვყავს : უკრაინა და საქართველო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნატო-მ გაზარდა წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა. მათ შორის, მათი საზღვაო ძალებისთვის დახმარების აღმოჩენის გზით.

 

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავი ზღვა არ იყოს რეგიონი, რომელშიც არ დომინირებს ერთი ქვეყანა, რუსეთი, არამედ რეგიონი, სადაც არსებობს ნაოსნობის თავისუფლება და მოქმედებს საერთაშორისო სამართალი,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები