პოლიტიკა

"ოცნებას" ჩემი დაჭერისა და ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვს"- მელია

15.02.21 12:40


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღესაც აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" მისი დაჭერისა და ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვს."ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზეც საფუძველი არ აქვთ დაპატიმრების? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათ ამის თავი არ აქვთ. არც ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი აქვთ,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ენმ-ს თავმჯდომარე ამ წუთებში ოპოზიციის იმ ნაწილს შეუიერთდა, რომელიც "ლეიბორისტულ პარტიაშია" შეკრებული და კონსულტაციას მართავს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები