პოლიტიკა
15.02.21 16:20
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაცია კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა იმ გარემოს დაცვის სფეროში იმ ძირითად პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.
უწყების ცნობით, კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე იმ პროექტების შესახებ, რომლებისთვისაც დონორ ორგანიზაციებს ასეულობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია როგორც ტყის რესურსების მართვის, ასევე მწვანე ეკონომიკის განვითარების, ემისიების რეგულირებისა და მწვანე შესყიდვების განხორციელების კუთხით.
ასევე დეტალურად განიხილეს პროექტები, რომლების ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების წინასწარ მართვას, წინასწარი გაფრთხილების სისტემების შექმნას ეხება.
„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მდინარეების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, იმ სისტემისა, რომელიც დაახლოებით 2005-2008 წლებში მთლიანად მოიშალა და განადგურდა საქართველოში.
ეს ყველა პროექტი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეთ გარემოსდაცვითი რეგულირების. ასევე სამინისტროსთან ერთად განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც აქტიური თანამშრომლობაა აუცილებელი, რათა რეგიონებში მეტი პროექტები განხორციელდეს, მათ შორის, ურბანული ტყეების მართვის, ფიტოსანიტარიის გაძლიერების, ასევე მდგრადი ურბანული გაუმჯობესების კუთხით, რაც ნიშნავს ახალი სატრანსპორტო ეკოსისტემების ჩამოყალიბებას, რაც ქალაქებში დაბინძურების და საცობების აღკვეთის ერთ-ერთი მთავარი პირობაა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მათი თქმით, საუბარი ასევე შეეხო სახიფათო ნარჩენების სამომავლო გეგმებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არის დონორი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებთანაც მოხდება თანამშრომლობა, რომ ბიზნესს და სავაჭრო ქსელებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის მათი ობიექტები.
„სამომავლო გეგმები არის ძალიან მასშტაბური. პირველ რიგში, იქმნება სამუშაო ჯგუფები, ვიწყებთ ერთობლივად სამინისტროსთან კანონმდებლობაზე მუშაობას და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველომ, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე, ეფექტიანად გამოიყენოს ის ასეულობით მილიონი ლარის საგრანტო დახმარება, რასაც საქართველოს აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ბუნებრივია, ისინი ამ თანხას აძლევენ საქართველოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, სხვაგვარად ეს თანხები არ იქნებოდა გამოყოფილი, შესაბამისად, სამომავლო გეგმები მასშტაბურია და ჩვენი კომიტეტი სამინისტროსთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს მათ განსახორციელებლად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24