პოლიტიკა

ღრმად არასერიოზული ხალხია, დეგრადაციის ნიშნებს ვხედავ - უგულავა "გირჩზე"

15.02.21 16:40


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "გირჩის" განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის წევრებთან რაიმე გეგმებზე საუბარს არ აპირებს. უგულავას შეფასებით, დეგრადაციის ნიშნები იკვთება და მათთან საუბარი სერიოზული ვერ იქნება:


„ოპოზიციის შეხვედრაზე მობრძანდნენ და ისაუბრეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, მოუსმინა. მე არ მომისმენია, რადგან ვფიქრობ, რომ მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური ერთობის შეხვედრა "გირჩის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განმარტებით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა მათ კითხვებს პასუხი არ გასცეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები