პოლიტიკა

ირაკლი ბერაია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

15.02.21 17:00


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პულისთან შეხვედრა გამართა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური ვითარება წარმოადგენდა.

 

აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კვლავაც ადგილი აქვს „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებს. შეხვედრაზე მხარეებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.

 

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. თანამშრომლობა ნატოს სამეკავშირეო ოფისთან ძალზედ მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და მნიშვნელოვანია, ალიანსმა და მისმა მოკავშირეებმა დააჩქარონ გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ირაკლი ბერაიამ ნატო-ს წარმომადგენელს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტებიც გააცნო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები