პოლიტიკა

ენ ლინდე - კიდევ ერთხელ დავადასტურებ ეუთო-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ

16.02.21 10:30


ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

 

„კიდევ ერთხელ დავადასტურებ ეუთო-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ კონფლიქტის გადაჭრასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში - ორი სფერო, რომელშიც ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია,“ - წერს ენ ლინდე.

 

ცნობისათვის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე დღეს საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას, ვიცე პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს. მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები