პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე: მიუხედავად იმისა რომ ჩემზე საძაგლობებს ამბობს ვამართლებ, რადგან მძიმე ემოციური ფონი აქვს

16.02.21 15:20


ყველა კოლეგას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მინდა გთხოვოთ, რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციის პარტიის არც წარმომადგენელებს და მით უფრო თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ. იმუნიტეტის არსი, შინაარსი არის და ამიტომ მოიგონეს სადეპუტატო იმუნიტეტი, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილი, არ ეშინოდეთ თავისი ქმედებების.

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო, ფაქტია რომ ნიკა მელია ჩემთან მიმართებაში ზღვარს გასცდა, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამით გავამართლებ მის ქმედებას.

 

თუ გინდათ ნორმალური ქვეყანა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონოდეთ მელიასა და „ნაციონალური მოძრაობისადმი“, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები