საზოგადოება

ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 86 395-მა ადამიანმა გამოთქვა

22.02.21 17:00


ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 86 395-მა ადამიანმა გამოთქვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში” განუცხადეს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოხატა 86 395 პირმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

 

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ.

სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები