პოლიტიკა
23.02.21 10:30
ყველას მინდა პირობა მივცე, რომ ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლოც იქნება თავისუფალი და ეს იქნება ძალიან მალე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„როდიონოვების, გავრილოვების, რუსების ბოლშევიკების ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია. ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი, ყველა ოთახი გაპარტახებულია. რამდენიმე ადამიანი შენობაში ცუდად გახდა და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახა. ახლა ჩვენ მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო ეს სასაკლაო ადამიანებს, რომელიც უსპობს ევროატლანტიკურ მომავალს ქვეყანას. ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ხართ სახლში, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი, ჩვენი შვილების ბედი, მობრძანდით 15:00 საათზე კანცელარიასთან და აუცილებლად უნდა ვობრძოლოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
გიორგი ვაშაძე: ჩვენი მხრიდან კომპრომისი რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტზე თანხმობა იქნება
18:0001.03.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
17:4001.03.21
-
გახარიას კადრები კანცელარიიდან მიდიან - თანამდებობა სოფიო მდინარაძემაც
17:2001.03.21
-
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
17:0001.03.21
-
16:4001.03.21
-
გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა
16:2001.03.21
-
თამარ ტალიაშვილი საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვდა
16:0001.03.21
-
„ლელო“ მინისტრ ტიკარაძის გადადგომას ითხოვს
15:4001.03.21
-
ამირან გამყრელიძესთან მიმართებაში პოზიციურ ცვლილებას ვერ დავადასტურებ - მინისტრის მოადგილე
15:2001.03.21
-
"მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტებას"- ჯანდაცვის სამინისტრო
15:0001.03.21
-
შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
14:4001.03.21
-
14:2001.03.21
-
გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე 2 კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდა
14:0001.03.21
-
ვინ ახდენს საეკლესიო კონფლიქტის პროვოცირებას საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის?
13:4001.03.21
-
დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
13:2001.03.21
-
13:0001.03.21
-
შარლ მიშელი: ყველა პარტიამ უნდა გააძლიეროს ვითარების დეესკალაციის მცდელობები
12:4001.03.21
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
12:2001.03.21
-
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება
12:0001.03.21
-
11:4501.03.21
-
11:3001.03.21
-
11:1501.03.21
-
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უზრუნველყოფს სომხების ნორმალურ ცხოვრებას მთიან ყარაბაღში
11:0001.03.21
-
ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს - ემიგრანტების მოთხოვნა და მხარდაჭერა ნიკა მელიას
10:4501.03.21
-
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს
10:3001.03.21
-
10:1501.03.21
-
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ხვდება
10:0001.03.21
-
არის თუ არა სეპარატისტული ფონდი „ჯავახი სომხების გვერდით“ საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებისთვის?!
22:0027.02.21
-
სამხედრო პუტჩი სომხეთში ან "ისკანდერის ისტერიული სიცილი"
21:4527.02.21
-
სომეხ ნაციონალისტებს სწყურიათ რუსული აგრესია საქართველოში
12:2527.02.21
-
"მესამე რაიხის" ჯუჯის ხელახალი შექმნა სომხეთში
12:1527.02.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა
18:0026.02.21
-
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია გისოსებს მიღმა მოახვედრა
17:4026.02.21
-
გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა
17:2026.02.21
-
ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას ვერ შევეგუებით - ანზორ მელია
17:0026.02.21
-
16:4026.02.21