პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: აშკარაა, რომ ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა

23.02.21 11:45


როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ და ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პახუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში მაქსიმალურად კომპრომისული იყო და ნიკა მელიას მართლმსაჯულებამ გირაოს გადახდა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან იცოდა, რომ პატიმრობა ემუქრებოდა.

 

„აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრუულეს მოვალეობა და საზოგადოების თვალწინ ნიკა მელია სრულიად გამჭვირვალედ დაკაავეს. ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები