პოლიტიკა

"შეწყვიტეთ სანამ დროა!" - თამარ ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აფრთხილებს

23.02.21 15:20


"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა.

 

"ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!" - წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები