პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისკენ მოწოდებით გამოვიდნენ

24.02.21 10:15


აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტი და საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

 

შესაბამის განცხადებას ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი, კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, კონგრესმენი ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი.

 

„საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს, გუშინ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად, გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების” ლიდერებს, განმუხტონ ვითარება და იმუშაონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო დაუბრუნდეს ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის მშენებლობის გზას. ვშიშობთ, რომ სხვა მცირე პარტიებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-სთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები