პოლიტიკა

ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას ვერ შევეგუებით - ანზორ მელია

26.02.21 17:00


პოლიტპატიმარ ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აქციის მოანწილეებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, მსვლელობას უცნობი მონაწილეები მიდიოდნენ და მადლობას უხდიდნენ, რომ ასეთი შვილი გაზარდა.


"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ნიკას რამხელა ავტორიტეტი და სიყვარული აქვს უბრალო ხალხში. აქ არავინ ძალით მოყვანილი არ არის, აქ არიან ძალიან ბევრი თბილისელებიც, რომლებიც მოვიდნენ იმიტომ, რომ თავისუფლება დაიცვან, ჩვენ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და ვერ შევეგუებით ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას, მეორეხარისხოვანი ხალხი არ ვართ", - აცხადებს მელია და ხელისუფლებას მოუწოდებს გონს მოეგონ:

 

"გონს მოეგეთ, რადგან ქართველ ხალხთან ასეთი დაპირისპირება არ შეიძლება"- აცხადებს მედიკოსი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები