პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ხვდება

01.03.21 10:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მასპინძლობს. შეხვედრა მხარეებს შორის ათონელის რეზიდენციაში, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი განცხადების გაკეთება.

 

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

 

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.

 

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

 

შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები