პოლიტიკა

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის ვიზიტზე

01.03.21 11:15


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აეროპორტში შარლ მიშელს დახვდა.


ჰარცელმა განაცხადა, რომ მიშელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია - მისივე თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია.

 

"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია. მას ხვალ საკმაოდ დატვირთული დღე ელის. გვაქვს უამრავი პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტები აგროკულტურასაც შეხება,"-აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

 

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები