პოლიტიკა
01.03.21 13:00
„ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლის ლუკ კოფის განცხადებით, მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოსთვის მთავარი შეცდომების აღიარება და მათი დროულად გამოსწორებაა, იმისთვის, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები არ დაზიანდეს. ამის შესახებ ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.
ლუკ კოფი ამერიკის შესაძლო როლზე საუბრობს და ამბობს, რომ მართალია ამერიკის საელჩოს მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი აზრით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანას უნდა ეწვიოს.
„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ამჟამად რაიმე ტიპის კომპრომისი ან მოლაპარაკება, ან არსებითი დიალოგი ოპოზიციასთან, მაგრამ არსებობს ალბათ იგივე არგუმენტი ოპოზიციის მისამართითაც, რომლის წევრებმაც პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ორივე მხარე პასუხისმგებელია იმ ჩიხზე, რომლის პირისპირაც ახლა ვართ. ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დე ესკალაციისკენ. მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, კონტროლი და წვდომა ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობაზე. ეს მათი მოვალეობაა, რომ მიმართონ ოპოზიციას და სცადონ სიტუაციის დე ესკალაცია, მაგრამ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს ეს მოწვევა კომპრომისისა და შერიგებისკენ. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე მხარე ახლა ამისთვის მზა პოზიციაშია. საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საიმისოდ, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არ არის მიმდინარე პრობლემა.
საქართველოში არის პრობლემა, ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს.
მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს“, - განაცხადა კოფიმ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ელჩს თანამშრომლობის სფეროში ახალი ინიციატივები გააცნო
17:0019.04.21
-
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიწყალებს გიორგი რურუას
16:4019.04.21
-
16:2019.04.21
-
არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
16:0019.04.21
-
„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა
15:4019.04.21
-
15:2019.04.21
-
კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, მატარებელი მოძრაობს და ეს კარგია
15:0019.04.21
-
14:4019.04.21
-
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
14:2019.04.21
-
14:0019.04.21
-
13:4019.04.21
-
13:2019.04.21
-
დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს და თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია წარადგინოს - უგულავა
13:0019.04.21
-
„ვფიქრობთ, შეთანხმების ახალი ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ვაშაძე
12:4019.04.21
-
„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა
12:2019.04.21
-
ნიკა მელია - მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები
12:0019.04.21
-
11:4519.04.21
-
11:3019.04.21
-
11:1519.04.21
-
დღეს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
11:1519.04.21
-
11:0019.04.21
-
10:4519.04.21
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
10:3019.04.21
-
უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა
10:1519.04.21
-
საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა - ვიოლა ფონ კრამონი
10:0019.04.21
-
„ბინძური ბომბი“ ქუთაისთან, სომხეთის „ბირთვული ზესახელმწიფოდან"
22:4518.04.21
-
თურქეთის მთა აღრიდაღი (არარატი) და „მხატვარ“ არმენ სარგსიანის პროვოკაცია საქართველოში ვიზიტის დროს
22:3018.04.21
-
რუსეთმა უნდა გამოიხმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი საქართველოა!
22:0018.04.21
-
საქართველოს დაშლა პროვოკატორი ჯამბაზის შალვა ნათელაშვილისთვის „ამოცანაა“
20:1017.04.21
-
ვაჰაგან ჩახალიანი და „ჯავახკი“ სეპარატისტები სომხეთში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
19:5017.04.21
-
”შეუერთდით რუსეთს და მიეცით მიწა სომხებს” - ამიტომ იბრძოდნენ აფხაზები ქართველებთან
19:3017.04.21
-
არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული
18:0016.04.21
-
17:4016.04.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა
17:2016.04.21
-
17:0016.04.21
-
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16:4016.04.21