პოლიტიკა
01.03.21 14:00
გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე 2 კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდა - ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო, პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში - 86 395.
დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
ფიზიკური ჯანმრთელობა;
მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
მათი ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/
დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა
15:4019.04.21
-
15:2019.04.21
-
კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, მატარებელი მოძრაობს და ეს კარგია
15:0019.04.21
-
14:4019.04.21
-
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
14:2019.04.21
-
14:0019.04.21
-
13:4019.04.21
-
13:2019.04.21
-
დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს და თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია წარადგინოს - უგულავა
13:0019.04.21
-
„ვფიქრობთ, შეთანხმების ახალი ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ვაშაძე
12:4019.04.21
-
„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა
12:2019.04.21
-
ნიკა მელია - მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები
12:0019.04.21
-
11:4519.04.21
-
11:3019.04.21
-
11:1519.04.21
-
დღეს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
11:1519.04.21
-
11:0019.04.21
-
10:4519.04.21
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
10:3019.04.21
-
უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა
10:1519.04.21
-
საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა - ვიოლა ფონ კრამონი
10:0019.04.21
-
„ბინძური ბომბი“ ქუთაისთან, სომხეთის „ბირთვული ზესახელმწიფოდან"
22:4518.04.21
-
თურქეთის მთა აღრიდაღი (არარატი) და „მხატვარ“ არმენ სარგსიანის პროვოკაცია საქართველოში ვიზიტის დროს
22:3018.04.21
-
რუსეთმა უნდა გამოიხმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი საქართველოა!
22:0018.04.21
-
საქართველოს დაშლა პროვოკატორი ჯამბაზის შალვა ნათელაშვილისთვის „ამოცანაა“
20:1017.04.21
-
ვაჰაგან ჩახალიანი და „ჯავახკი“ სეპარატისტები სომხეთში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
19:5017.04.21
-
”შეუერთდით რუსეთს და მიეცით მიწა სომხებს” - ამიტომ იბრძოდნენ აფხაზები ქართველებთან
19:3017.04.21
-
არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული
18:0016.04.21
-
17:4016.04.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა
17:2016.04.21
-
17:0016.04.21
-
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16:4016.04.21
-
საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება
16:2016.04.21
-
16:0016.04.21
-
თამარ გაბუნია: 4500 საწოლიდან 2500-ზე მეტი დაკავებულია
15:4016.04.21
-
15:2016.04.21