პოლიტიკა

ამირან გამყრელიძესთან მიმართებაში პოზიციურ ცვლილებას ვერ დავადასტურებ - მინისტრის მოადგილე

01.03.21 15:20


ამირან გამყრელიძის შესაძლო განთავისუფლება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მედიის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ვერ დაადასტურებს ვერანაირ პოზიციურ ცვლილებებს ბატონ ამირანთან მიმართებაში".


მისი თქმით, გამყრელიძე აქტიურადაა ჩართული "ვაქცინაციის პროცესში".

 

"ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლს ცენტრს, აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერთნ იმისთვის, რომ დავგეგმოთ და გვაიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი ვაქცინების ქვეყანაში შემოტანის და ვაქცინაციის პროგრამის აქსელერაციისთვის. რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებებს ბატონ ამირანთან მიმართებაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები