პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენი მხრიდან კომპრომისი რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტზე თანხმობა იქნება

01.03.21 18:00


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განმარტა რა სახის კომპრომისისთვს არის მზად ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებში. ამ თემაზე კომენტარი გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

 

„ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის მაგალითი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით, ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს.

აქედან გამომდინარე, შევხედოთ, რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები