პოლიტიკა

გიგი უგულავა: მოლაპარაკებები არსებითად სხვა დონეზე გადავიდა, მაგრამ შედეგამდე ჯერ შორია

02.03.21 12:00


ჩვენ ვნახეთ რომ არსებითად სხვა დონეზე გადავიდა მოლაპარაკებები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ შედეგამდე შორია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

 

„იმ ადამიანებს, რომლებსაც თავი პარლამენტარები და მწვანე კიტრი ჰგონიათ, კიდევ ერთხელ გაიგონებენ, რომ უბრალოდ მარიონეტები არიან და მორღვეულ, ერთპარტიულ პარლამენტში სხედან და სხვებისთვის არანაირ სასიკეთო საქმეს არ აკეთებენ.

 

ეს მათ უნდა იცოდნენ და გაიგონ, ეს შეხსენებები მუდმივად იქნება. ეს წნეხი გაგრძელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ არსებითად სხვა დონეზე გადავიდა მოლაპარაკებები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ შედეგამდე შორია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია იმართება.

 

1 მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები