პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: შარლ მიშელი შეეცადა, თავისი ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის

02.03.21 12:40


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებმა დიდი ენერგია წაიღო.

 

„შარლ მიშელმა 24 საათი გაატარა საქართველოში, ის ნამდვილად მოცული იყო ქვეყნით, დინამიკით სხვადასხვა კუთხით. ძალიან დიდი ენერგია წაიღო მოლაპარაკებებმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც. ის შეეცადა, ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის და როგორც იცით, მან შესთავაზა თავისი როლი პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, გაიმართა ოპოზიციასთან შეხვედრა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები