პოლიტიკა

„გთხოვთ საკითხს აჟიტირებას ნუ გაუწევთ, ქვეყანაში ვაქცინა შემოვა“ - გამყრელიძე

02.03.21 13:40


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვაქცინის შემოტანის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და მედიას თხოვნით მიმართა, რომ საკითხს აჟიტირება არ გაუწიონ, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა. 


როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ორი ვაქცინით „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იცრება.

 

გამყრელიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს აქვს შესაბამისი რეგულაცია ვაქცინაცია უნდა დაიწყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზებული აქვს მხოლოდ 2 ვაქცინა, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. „მოდერნა“ ჯერ კიდევ ელოდება ავტორიზაციას.

გუგლში შედით და ნახეთ სად, როგორ, რომელი ვაქცინებით იცრებიან ქვეყნები და რამდენი ქვეყანა რომელი ვაქცინით იცრება. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დღეს იცრება „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინით, ასევე „მოდერნას“ ვაქცინით.

 

ის ქვეყნები, რასაც თქვენ მეუბნებით, 103 ქვეყანა ძირითადად იცრებიან ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არა ავტორიზირებული ვაქცინებით, მაგრამ ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხის არის. ეს არის ჩინეთის, ინდოეთის, რუსული წარმოების და ასე შემდეგ.

 

რადგან საქართველოს აქვს შესაბამისი რეგულაცია ჩვენ ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ ვაქცინაცია დაიწყოს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით.

 

მთავარი 10 ქვეყანა, სადაც ვაქცინების 75-80% ვაქცინების არის დღეს გამოყენებული იმ 103 ქვეყნიდან, ყველაზე მეტი აქვს შტატებს. ისეთი ძლიერი ევროპული ქვეყნები, ჩვენზე ბევრად მდიდარი, ან არაევროკავშირის წევრი, როგორიც არის მაგალითად შვეიცარია, ნორვეგია, ფინეთი, მათ ჯერჯერობით გამოყენებული აქვთ 28-29 მლნ ვაქცინა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ამ საკითხს ნუ გაუწევთ ასეთ აჟიტირებას, ქვეყანაში ვაქცინა შემოვა, ყველა ვაქცინას, რომელსაც საქართველო გამოიყენებს ვეცდებით, რომ ავტორიზირებული იყოს ჯანმოს მიერ, რადგან ეს არის ხარისხის უმაღლესი თამასა. გვიან გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულზე რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ვაქცინა მიიღებს „ეფდიეის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, ეს არის „ნოვაქსი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი““, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები