პოლიტიკა

კახა კალაძე მისი შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვას პასუხობს

02.03.21 14:40


თბილისის მერმა კახა კალაძემ მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა. 


მისი თქმით, დედაქალაქის მერობა, რომელიც არჩევითი თანამდებობაა, დიდი პასუხისმგებლობაა.

 

„თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს.

 

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ.

 

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თბილისის მერი ოპოზიციას რადიკალიზმისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მზაობაა მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს მათი მხრიდან მივიღეთ ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ““ - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები