პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: იმედი მაქვს, რომ შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვება

02.03.21 15:40


გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა მადლობა გადავუხადო შარლს მიშელსა დაა ევროკავშირს ამ თანადგომისა და მედიაციისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან.

 

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.

 

„თავისთავად ის ფაქტი ის, რომ ბატონი მიშელის მიერ წარდგენილ ტექსტში გამოკვეთილია როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, რომ დიდად აღფრთოვანებული დავრჩი იმ კომენტარებით, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, მაგრამ მაინც, იმდენად მაღალი დონის პირია ახლა ჩართული, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები