ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XVII

22.09.16 18:05


ახალციხე
ციდან უფრო ადვილია
მთვარის ჩამოგდება, ვიდრე
ახალციხის მიზგითიდან!
„ახალციხური“


ქ. ახალციხის დაარსება და ისტორია იწყება IX ს-დან თუმცა ქართულ წყაროებში ლომსიანთად მოიხსენიება. ,,მატიანე ქართლისაის“ ცნობით, ციხე-სიმაგრე აუშენებია გუარამ მამფალს IX ს -ში.
XII ს-ის II ნახევრიდან XVII ს-მდე მისი მფლობელები იყვნენ ჯაყელები. 1578 წელს დაიპყრეს ოსმალებმა. 1628 წ. ახალციხე საფაშოს ცენტრი გახდა.

რუსეთმა მოკიდა თუ არა ფეხი საქართველოში მაშინვე დაიწყო ბრძოლა, ერევნის სახანო და ახალციხის საფაშო იმპერიის ფარგლებში რომ მოექცია. ერევნის ციხე- სიმაგრის აღების არაერთ გზის მცდელობის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს 1828 წელს მუსულმანთა ეს ციტადელი ხელთ იგდო. რუსეთი ამავე დროს, ენერგიულად ცდილობდა ახალციხის ციხე-სიმაგრე აეღო და საფაშოდან ოსმალები განედევნა.

პირველი ცდა 1807 წელს მარცხით დამთავრდა. მთავარსარდალ გუდოვიჩის უნიათობისა და უნიჭობის გამო. მეორე ცდა დაიწყო 1812 წელს მთავრსარდალ ტორმასოვის მეთაურობით, ესეც მარცხით დასრულდა. მეფის მთავრობამ ტორმასოვი გადააყენა და მთავარსარდლად დანიშნა გრაფი პასკევიჩი, რომელმაც1828 წლის 15 აგვისტოს ციხე-სიმაგრე აიღო .

ამ დღიდან ახალციხე რუსეთის იმპერიის ქალაქი გახდა. გაუქმდა ახალციხის ფაშას ტახტი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გააწამა საქართველო. ამ ტახტის მფლობელი ჯაყელთა გვარის 600-წლიანი სეპარატისტულ ბრძოლას შედეგიც შესაფერისი მოყვა. ეს გვარი საქართველოს ისტორიის არენიდან გაქრა. ფერშეცვლილი და ყოველგვარ ეროვნულ გრძნობას გამოცლილი თურქეთში გადაიხვეწა. მათი ტახტი ფელდმარშალმა პასკევიჩმა როგორც ახალციხის ბრძოლის მოსაგონარი რელიქვია, თავის მამულში მოგილევოში გაგზავნა და დღემდე მოგილევის მუზეუმშია დაცული....
პასკევიჩმა სამცხე საათაბაგოს მკვიდრ ქართველებს ისეთი მძიმე პირობები შეუქმნა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ მშობლიური მხარიდან გადახვეწილიყვნენ ზოგი თურქეთში, ზოგი იმერეთსა და ქართლში. მათ ადგილზე-ქართულ სოფლებში ერზერუმელი სომხები დაასახლეს. შემოსახლებულ სომეხთა რიცხვი 5000 ოჯახი იყო.( Утвержденим русского владичества на Кавказ т XII ст 265)

რუსული ადმინისტარციული მმართველობა ახალციხეში განლაგდა. ამ დროს ახალციხე სამ ძირითად კვარტლად და 12 უბნად იყო დაყოფილი. ,,ამათში მარტო 3 უბანი კათოლიკე გვარის კაცებით იყო დასახლებული. ნურიალთ უბანი, სადაც ახლა ქართველები არიან, ზემოთ წმ. ჯვრის ეკლესიასთან კრუხიჭამიანთ უბანი, პატრების ეკლესიასთან, ერთიც ხარაჩარალიანთუბანი, ე.ი. ჯვრის მსახურთა, სომხურია, წმ. სტეფანოსის ეკლესიის მხარეს. დანარჩენი ქაჩების უბანი, ღელის უბანი. ჯირით მეიდნის უბანი და სამმიც ეკლესია, პირველში მდგარან და მერმე გამოუდევნიათ, მაჰმადიანებს დარჩენიათ. ‘’

ახალციხეში ცხოვრობდნენ მართლმადიდებელი ქართველები, კათოლიკები, მაჰმადიანები, სომხები და ებრაელები. ქალაქის გარშემო გაშენებული ყოფილა ბაღ-ბოსტნები და ვენახები, ხშირი ტყე XVI ს-ში ქალაქის განაპირა უბნებზე აღწევდა და ამშვენებდა. ეს ყველაფერი საბოლოოდ განადგურდა შემოსახლებული სომხების მიერ.

შემოსახლებული სომხების თავხედობის და ძალადობის არაერთი ინფორმაცია არის გამოქვეყნებული XIX ს-ის ქართულ პრესაში. მოვიტან ერთ-ერთს:
,,ახალციხეში ძველი ქალაქის (რაბათი) პირდაპირ მდინარე ფოცხოვის გაღმა, ერთი მკურნალი წყალი გამოდის კლდიდან, რომელიც თავის ტკივილს ჰრგებს ძალიან, რადგან ამ წყაროს გვერდით ძველადვე ქართველების სამლოცველო იყო, პატარა ნიშით და სენაკით, ამიტომ ქართველები ჰპატრონობდნენ ამ ადგილას, ხოლო წყალი ყველას უფასოდ მიჰქონდა და სამლოცველოს შემოსავალს კი (რადგან დიდძალი ხალხი ლოცულობდა) ქართველი სამღვდელოება იღებდა. ამ მარტის დამდეგს ვიღაც ახალციხელს სომეხებს ღამე მოუტანიათ და ამ ნიშში თავიანთი სომხური ხატები დაუსვენებიათ. წაუღიათ, აგრეთვე, მასალა, სამლოცველო გადაუკეთებიათ, დაუდვიათ ზედ საკეტები და ძალით დაჰპატრონებიან. ახალციხის ბლაღოჩინს საჩივარი შეუტანია საქართველოს ეგზარხოსთან“.

რუსის ეგზსარხოსი რა სამართლიანადაც გადაწყვეტდა ახალციხელ სომეხთა ამ ძალადობა-მიტაცებას, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

რუსის ერთმორწმუნე ჩინოვნიკებმა ამ ძალადობის აღსაკვეთად არაფერი იღონეს, ქართველთა პროტესტს კი ყურს არავინ უგდებდა. შემოსახლებულ სომხებს ცარიზმი ამდენს ელოლიავებოდა და ამ დროს მკვიდრი ქართული მოსახლეობა ღვთის ანაბარა იყო მიტოვებული და სიღარიბისაგან სულს ღაფავდა.

გუგულივით სხვის ბუდეში შემოსახლებულმა სომხებმა, ყველამ ვაჭრობას და ხელოსნობას მიყო ხელი . ამ ფაქტს აღნიშნავს ფრანგი მოგზაური დიბუა ,,,შემოსახლებულ სომხებს ყველას ვაჭრობა უნდოდა და მიწაზე მუშაობას გაურბოდნენ არა და რუსის მთავრობამ ისინი მიწაზე სამუშაოდ ჩამოიყვანა.

წაკითხულია : 757


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები